01/04/20991 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ამირან გამყრელიძის შვილი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის შვილმა ნიკოლოზ გამყრელიძემ კლინიკა დატოვა და თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, იგი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და კლინიკა 26-ე დღეს დატოვა.
"მეგობრებო, პაციენტი #10-ც გამოჯანმრთელდა და შესაბამისად, 26-ე დღეს დავტოვე კლინიკა და გადავედი თვითიზოლაციაში. უღრმესი მადლობა ასეთი მხარდაჭერისა და გულშემატკივრობისთვის, ძალიან გამაძლიერეთ ამით. არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო და როგორც რიგითმა მოქალაქემ, უდიდესი მადლიერება არ გამოვხატო სრულად სამედიცინო პერსონალის წინაშე, ვინც გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში იბრძვის წინა ხაზზე ჩვენი ყველას ჯანმრთელობისთვის. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 26 დღის განმავლობაში არც ერთხელ არ მიგრძნია მათგან არც დაღლა, არც შიში, მხოლოდ სითბო, მხარდაჭერა და ძალიან დიდი შემართება იყო სულ. აქამდეც ჩემი პატივისცემა მათ მიმართ ისედაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ახლა კიდევ სხვანაირად დავინახე როგორც პაციენტმა. მადლობა თქვენ, ნამდვილად საამაყო ხართ და გამძლეობას გისურვებთ! ჩვენ კი, როგორც მოქალაქებმა, ჩვენი ვალდებულება აუცილებლად უნდა შევასრულოთ, ვალდებულება კი არის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რათა გამოუსწორებელი ზიანი არ მივაყენოთ ჩვენ ირგვლივ მყოფებს, დავრჩეთ აუცილებლად სახლში. მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ ყველა ერთად ამ გამოწვევას. ვულოცავ ყველა გამოჯანმრთელებულს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ყველა ინფიცირებულს,"- წერს ნიკოლოზ გამყრელიძე სოციალურ ქსელში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY