07/02/224 022 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ლევან ბეჟაშვილი - წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ნიკა მელიას საჯარო გამოსვლის ფარული გადაღებით, შემდეგ ამის მონტაჟით და პიარის აწყობით

წარმოუდგენელია, რომ სპეცსამსახურები დაკავებულები არიან ნიკა მელიას საჯარო გამოსვლის ფარული გადაღებით და შემდეგ ამის მონტაჟით და პიარის აწყობით, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც მედიაში გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
ბეჟაშვილის თქმით, ჩანაწერის გაკეთება და მისი გავრცელება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივში დაპირისპირების გაჩენას ემსახურება.
„ყველა ხვდება, რომ ამის ტირაჟირება სამთავრობო არხებზე პროპაგანდისტული მიზნებით ხდება და ამას მხოლოდ ერთი განზრახვა აქვს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივში რაიმე განხეთქილება შეიტანონ. ეს მიზანს ვერ მიაღწევს, ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა, რომელსაც მივყვებით და მთავარი გეგმა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან და ამ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების მიღწევა ოპოზიციასთან ერთად. როცა ქვეყანაში რუსეთის სპეცსამსახურების აგენტურაა გაშლილი და ამ წლების განმავლობაში ერთი აგენტურული ქსელიც არ გამოუვლენიათ, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია იმით, რომ პოლიტიკურ ოპონენტებზე პოლიტიკური დევნა განახორციელოს. ნიკა მელიაზე ჩანაწერის გამოგდება და დამონტაჟება სწორედ ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.
ინფორმაციისთვის, ტელეკომპანია "იმედმა" 5 თებერვალს ჩანაწერი გაავრცელა. "იმედის" თანახმად, ვიდეო მოქალაქემ მიაწოდა. ჩანაწერში ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ნიკა მელია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაა. ჩანაწერის თანახმად, მელია აღნიშნულს არ ემხრობოდა. ჩანაწერს გამოეხმაურა ნიკა მელიაც, რომელმაც აღნიშნა, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო და ეს საჯაროდაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული. გარდა ამისა, მელია აღნიშნავს, რომ ის, ისევე როგორც სააკაშვილი, არ ვთვლის, რომ მისი თავისუფლება არის ერთადერთი იდეა, რომელმაც ხალხი გარეთ უნდა გამოიყვანოს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA