07/02/221 297 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

8 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ლონდონში მიემგზავრება

8 თებერვალს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ლონდონში მიემგზავრება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განუცხადა, შეხვედრები თემთა პალატისა და ლორდთა პალატის თავმჯდომარეებთან გაიმართება.
"ასევე შევხვდებით ჩემს კოლეგას და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრები გაიმართება აკადემიურ წრეებთან. ვისაუბრებთ, როგორც ორმხრივ, ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებზე, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებაზე, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე. შეხვედრა გაიმართება ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ახლად დანიშნულ სახელმწიფო მდივანთან, რომელიც ჩვენს რეგიონს ფარავს", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
კითხვაზე, შეხვედრების ფარგლებში განხილვის საგანი იქნება თუ არა ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის შექმნის ინიციატივა და ასეთი ალიანსის ჩამოყალიბების შემთხვევაში, მასში საქართველოს წევრობა, სამხარაძემ განაცხადა, რომ საუბარი აღნიშნულ საკითხზე იქნება. აქვე სამხარაძემ ისიც აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ნათელი სურათი ალიანსის თაობაზე არ არის და პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც გასულ კვირას საქართველოში იმყოფებოდა, მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ალიანსმა, არ ჰქონდა.
“ჯერჯერობით დეტალები ალიანსის თაობაზე არ ვიცით. რა ტიპის ალიანსია, რა მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული და როგორ განვითარდება - ბუნებრივია, ამაზე საუბარი გვექნება. თუ ალიანსი ჩვენთვის საინტერესო იქნება ვისაუბრებთ, რამდენად შეძლება მასში საქართველოს დამატება. ალიანსის შექმნა იდეის დონეზეა გაჟღერებული და დეტალებს ლონდონში ვიზიტის დროს გავარკვევთ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA