07/02/22567 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტში შესვლის გასასამართლებლად მოიფიქრა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„კომისიების შექმნის ინიციატივის მსგავსი არაერთი ინიციატივა გვინახავს. როგორც ჩანს, ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ თავის მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა და ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ კიდევ რაღაც საკითხი მოიფიქრონ, თუ რით შეიძლება გაამართლონ პარლამენტში შესვლა და მუშაობა.
თქვენ იცით, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალა პარლამენტის რეგლამენტი. ჩვენ ოპოზიციას მივეცით მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და ბერკეტები იმისთვის, რომ თავისი საქმე გააკეთოს პარლამენტში. შესაბამისად, ოპოზიციას თვითონ შეუძლია რომ შექმნას კომისია. ის, რისთვისაც მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაშია, გამოძიება ამაზე ჩატარებულია, მათ შორის, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება. ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,