საქართველოში დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი შემოდის და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება
საქართველოში დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ე.წ. კომენდანტის საათი საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.
„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი და 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტის 21:00 საათიდან გამოცხადდება.

-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
8 საათზე, 21 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი