25/01/22375 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მიხეილ სააკაშვილი არა მარტო თანახმაა, მოითხოვს, გლდანში გადაყვანის კადრები სრულად გასაჯაროვდეს - მშვენიერაძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ისევ მოითხოვს, რომ რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში მისი იძულებით გადაყვანის კადრები სრულად გასაჯაროვდეს. ამ თემაზე კიდევ ერთხელ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
"საზოგადოებას აქვს ამ მასალების ნაწილი ნანახი, რომელიც დაჭრილი სახით თავად იუსტიციის სამინისტრომ წარუდგინა ორიოდე თვის წინ საზოგადოებას. ჩვენ ვთვლით, რომ ეს მასალები სრულად, იმ სახით, რომელიც ასახვას მიხეილ სააკაშვილის როგორც დაწესებულებაში მიყვანას, ასევე, შემდგომ მის იძულებით გადმოყვანას და მასზე ძალადობის ფაქტებს, უნდა იყოს გასაჯაროებული, რათა საზოგადოებამ კარგად ნახოს რას ჰქონდა ადგილი გლდანის დაწესებულებაში და რა პირობებში უწევდა მიხეილ სააკაშვილს ყოფნას მისი მიყვანისა და საკანში აყვანის პერიოდში", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ.
მისი განცხადებით, ეს მასალები ამტკიცებს და ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტი არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის მსხვერპლი იყო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 0

Dmitry Levitsky

(347) 462-1660
BROOKLYN, NY
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY