22/01/221 039 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარი, ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრაციის საბოტაჟია - სამადაშვილი

პარლამენტის დეპუტატის, სალომე სამადაშვილის თქმით, ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია.
სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილს გამოეხმაურა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში მათი ვიზიტი ვერ შედგებოდა, ვინაიდან პარლამენტის თავმჯდომარემ "დრო ვერ გამონახა".
დეპუტატის განმარტებით, ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იმ ქვეყნებში იყენებს, რომლებიც პოტენციურად ევროკავშირის წევრებად მოიაზრებიან.
"ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში.
ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია.
არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება", - წერს სალომე სმადაშვილი.
ცნობისთვის, ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარებმა წერილი გუშინ, 21 იანვარს გამოაქვეყნეს. ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის წერილში აღნიშნული იყო, რომ ვიზიტი 21-22 იანვარს იყო დაგეგმილი. 
შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტება დღეს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ჟან მონეს დიალოგი "სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი" აქტივობების ფორმატი არ არის, ამიტომ მისი დაგეგმვა ორმხრივი თანამშრომლობით უნდა მოხდეს. გავრცელებული განცხადების გამო, პაპუაშვილის სამდივნომ ევროპარლამენტარები "პოლარიზაციის რისკების ზრდაში" დაადანაშაულა.


share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY