21/01/221 440 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მითითებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია" - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურას პასუხობს

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური პროკურატურის განცხადებას პასუხობს, სადაც ნათქვამია, რომ ლონდა თოლორაიას უწყებამ არ შეასრულა მითითებები, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაევალა.
სწორედ ამ მიზეზით თქვა პროკურატურამ უარი მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებაზე.
საპირისპიროზე საუბრობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. "მთავარ არხს" უწყებიდან აცნობეს, რომ მათი მხრიდან პროკურატურის მითითებების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია. გამოთხოვილია და დათვალიერებულია ყველა ვიდეოჩანაწერი და დანიშნულია ექსპერტიზები, მათ შორის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელში ჩართვაც თოლორაიას უწყებამ ადვოკატებსაც შესთავაზა.
"პროკურატურას აქვს მითითებები მიცემული სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა შეთავაზება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ექსპერტიზაში მონაწილეობასთან დაკავშირებით და ჩვენი პოზიცია მათთვის არაორაზროვნად არის ცნობილი - ჩვენ ვემხრობით სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ექსპერტიზის კომპლექსურად, კომისიური სახით ჩატარებას. თუ ექსპერტიზა ჩატარდება ამ სახით, სტამბულის პროტოკოლის შესაბამისად, მზად ვართ, მათ შორის ჩვენი კანდიდატურები ექსპერტების წარვუდგინოთ საგამოძიებო ორგანოს", - თქვა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურა მესამე პრეზიდენტისთვის დაზარალებულის სტატუსი მინიჭებასთან დაკავშირებით ადვოკატების მოთხოვნას გუშინ გამოეხმაურა.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებული საქმე სრულყოფილ გამოძიებას საჭიროებს და მანამ, სანამ შესაბამისი საპროცესო მოქმედებები არ ჩატარდება, უწყება "მოკლებულია შესაძლებლობას", მიიღოს რაიმე სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება, მათ შორის პირი ცნოს დაზარალებულად.
ამ მიზეზით, პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის დაზარალებულად ცნობის თაობაზე დაცვის მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მას "დაუსაბუთებელი" უწოდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA