20/01/221 090 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დევნილების ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემას კიდევ ერთხელ ეხმაურება.
მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ დევნილების საჭიროებებზე მუშაობის კუთხით, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შედარება არასწორია, რადგან ენმ-ს ხელისუფლებაში მოსვლისას ცარიელი ბიუჯეტი დახვდა, მოქმედ ხელისუფლებას კი რამდენიმე მილიარდი ლარი.
"კიდევ ერთხელ დევნილებზე - ახლა ხშირად იმეორებენ, რომ ივანიშვილის 9 წელიწადში იმდენ დევნილს მისცეს საცხოვრებელი, რამდენსაც ჩვენ 8 წელიწადში. ამიტომ, დიდი განსხვავება არ არისო. 
ეს ძალიან არასწორი შედარებაა. ჩვენ დაგვხვდა ცარიელი ბიუჯეტი და დევნილების მასშტაბური განსახლება  მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დავიწყეთ. ამიტომ, პროგრამას ზუსტად 4 წელი ვახორციელებდით.
ახალ ხელისუფლებას რამდენიმე მილიარდი დავუტოვეთ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ თავი მოვიწონო. ბევრად მეტი უნდა გაგვეკეთებინა და ნამდვილად, კმაყოფილი ვერ ვიქნები ამ სფეროში ჩვენი მუშაობით. თუმცა, ძალიან გთხოვთ, არასწორ ხალხს ნუ შეგვადარებთ. ამათ შეჭამეს ჩვენი დატოვებული ფული და რაც მთავარია, იჩენენ სრულ გულგრილობას და გულქვაობას.  
პრეზიდენტობის დროს მე პირადად ძალიან ბევრჯერ ვარ ნამყოფი დევნილთა საცხოვრებელში და მათი ბედი ჩემს ერთ-ერთ მოუშუშებელ ტკივილად რჩება", - ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილები "ქართულ ოცნებას" ფართით უზრუნველყოფას წლებია სთხოვენ. მოლაპარაკებები ყოველ ჯერზე დაპირებითა და შეუცვლელი რეალობით სრულდებოდა. შენობა, რომელშიც დევნილები წლების წინ შეასახლეს ავარიულია. კორპუსი, შესაძლოა, ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
მთავრობის ყურადღების მისაქცევად, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა პროტესტი დაიწყეს, თუმცა მძიმე სოციალურ ფონს სანატორიუმში მცხოვრებმა 52 წლის კაცმა ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
მომხდარის გამო დევნილებმა პროტესტი დროებით შეწყვიტეს. მას შემდეგ, რაც გარდაცვლილს დაკრძალავენ, ისინი საპროტესტო აქციების გამართვას გააგრძელებენ და იქამდე არ შეწყვეტენ, მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,