20/01/22705 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს - დეგნანი

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძესა და პარლამენტს თავმჯდომარე პაპუაშვილს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი შეეხო მოახლოებულ საგაზაფხულო სესიებს პარლამენტში, იქ განსახილველ საკითხებს, როგორებიცაა სასამართლო რეფორმა, საკონსტიტუციო ცვლილებები.
დეგნანი ასევე გამოეხმაურა რეგიონში შექმნილ კრიზისს უკრაინასთან დაკავშირებით და რუსეთის სამხედრო აგრესიის ღია საფრთხეს:
"დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პარლამენტის ახალ სპიკერსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და მომესმინა მათი პრიორიტეტები მოახლოებული საკანონმდებლო სესიისთვის. ძალიან მოხარული ვარ, რომ პრიორიტეტი ენიჭება სასამართლო რეფორმას, რითაც საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან უფრო მეტ შესაბამისობაში იქნება.
შეხვედრაზე ჩვენ ასევე განვიხილეთ საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი და სხვა მრავალი პრიორიტეტი, რაც იქნება ამ საკანონმდებლო სესიების განმავლობაში. ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც საგარეო კუთხით, ასევე შიდა პრობლემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, კოვიდი და ასე შემდეგ.
აშშ-ის საელჩო ამაყობს საქართველოსთან თანამშრომლობით ენერგოუსაფრთხოების, განათლებისა და სხვა სფეროებში, რათა ქვეყანამ შეძლოს გამოწვევებთან გამკლავება.
ჩვენ ასევე განვიხილეთ სიტუაცია უკრაინაში და კრიზისი, რომელიც რუსეთმა შექმნა რეგიონში, ახლა კი ცდილობს, რომ ევროპული უსაფრთხოების დესტაბილიზება მოახდინოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ყველა ჩვენგანისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის საერთაშორისო პრინციპები, რომლებმაც ევროპას მშვიდობა და კეთილდღეობა მოუტანა უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში.
ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ეს კრიზისი თავად რუსეთმა შექმნა და ჩვენ ჯერ კიდევ იმის გარკვევის პროცესში ვართ, თუ რეალურად რა ამოძრავებს რუსეთს. ამიტომ, ახლა მიმდინარეობს დიპლომატიური შეხვედრები. საქართველო ჩვენ ჩავრთეთ ყველა იმ კონსულტაციაში, რაც მიმდინარეობს ამ საკითხების გადასაჭრელად. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ უკრაინასა და საქართველოზე, არამედ საფრთხეს უქმნის ევროპულ სტაბილურობას. აშშ-ის მიზანია, რომ ეს კრიზისი მოგვარდეს დიპლომატიური მეთოდებით, ამიტომ ხვალ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდება სერგეი ლავროვს, დღეს კი ასევე ბლინკენი შეხვდება მოკავშირეებს, რათა ეს კრიზისი გადაიჭრას მშვიდობიანი გზით." განაცხადა კელი დეგნანმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY