20/01/22710 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა, ცხინვალის იზოლატორში მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი მოინახულეს

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანიაშვილი ოკუპირებული ცხინვალის საპატიმრობაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებმა მოინახულეს.
"წითელ ჯვარში" ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საპატიმროში არსებულ ვითარებაზე არ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ უკანონოდ დაკავებულებს ოჯახებისგან გაგზავნილი წერილები გადასცეს.
"ის, რომ ჩვენს ორგანიზაციას აქვს წვდომა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებთან, ეს არის ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის შედეგი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სწორედ ამ მიზეზით და უპირველესად თავისუფლებააღკვეთილი პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არ ვასაჯაროებთ ბარათების შინაარსსა და სხვა დეტალებს", - ამბობს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის სპიკერი, სოფო ელიზბარაშვილი. 
მამუკა ჩხიკვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამ დრომდე არაფერი იციან ახლობლებმა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლება უკანონო პატიმრების გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს.
"1 თვეზე მეტია მამუკა ჩხიკვაძე გატაცებულია და მიმდინარეობდა მასზე ზეწოლა, წამება და არაადამიანური მოპყრობა.17-ში შევიდა "წითელი ჯვარი", მაგრამ იქიდან გამოტანილი არ არის განცხადება - ეს ადამიანი რა სიტუაციაში, რა ჯანმრთელობის მქონე ადამიანად არის იქ ნანახი. არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა რომ გათავისუფლებულიყო", - ამბობს მამუკა ჩხიკვაძის მეგობარი, სერგო ირემაშვილი. 
ბოლო ინფორმაციით, ოკუპანტების ტყვეობაში ამ დროისთვის საქართველოს 6 მოქალაქეა.
ოკუპანტებმა 24 დეკემბერს გაიტაცეს და 27-ში "პატიმრობა" შეუფარდეს ლაშა ხეთერელს. ამ დრომდე არაფერია ცნობილი მამუკა ჩხიკვაძეზე, რომლის შესახებაც საოკუპაციო რეჟიმისგან მხოლოდ ის ვიცით, რომ ცხინვალის ციხეშია და არარსებული საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, მას ნარკოტიკების გადატანასაც ედავებიან.
ჩხიკვაძის თანამებრძოლები ეჭვობენ, რომ ის ნაწამებია და არ გამორიცხავენ რომ ვლადიკავკაზშია გადაყვანილი სამკურნალოდ. მათი ვარაუდით, ჩხიკვაძე რუსეთში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც სტრასბურგმა ოკუპანტ სახელმწიფოს ინფორმაციის მიწოდება დაავალა 4 იანვრისთვის, რუსეთმა კი 20 დღით ითხოვა ვადის გახანგრძლივება.
ამასთან ერთად, გუშინ სოფელ კირბალში ოკუპანტები ისევ გამოჩნდნენანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ადგილზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს ახორციელებენ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA