საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე განსაჯაროვდა
საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე განსაჯაროვდა, – იუწყება ZDNet. მისივე ცნობით, განსაჯაროებულია ქართველი ამომრჩევლების, ასევე გარდაცვლილი ადამიანების პირადი ინფორმაცია.
1.04 გიგაბაიტის ზომის ფაილი მოიცავს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: სახელი და გვარი, მისამართი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, მობილური ტელეფონის ნომერი და სქესი.
მომხმარებელი, რომელმაც ჰაკერულ ფორუმზე მონაცემთა ბაზა ატვირთა, ირწმუნება, რომ აღნიშნული ფაილი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდიდან voters.cec.gov.ge მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პორტალი ამომრჩევლებისთვის შეიქმნა საკუთარი პირადი მონაცემების სისწორის გადამოწმების მიზნით.