14/01/22283 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გაფიცვა ჯანდაცვის სამინისტროში - სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ხელფასების მატებას ითხოვენ

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მძიმე სამუშაო პირობებს აპროტესტებენ და ჯანდაცვის სამინისტროსგან ხელფასების მატებას ითხოვენ. 
სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა სამინისტროში გაფიცვის შესახებ განცხადება დღეს შეიტანა. ისინი ამბობენ, რომ თუ უწყება მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, ორშაბათიდან სამსახურში აღარ მივლენ, შემდეგ კი საპროტესტო აქციასაც გამართავენ.
მათივე თქმით, მუშაობა მიზერულ 200-ლარიან ანაზღაურებაზე უწევთ და ამ თანხასაც ხშირად სრულად ვერ იღებენ. გარდა ამისა, მათ მოვალეობის შესასრულებლად რეგიონებში გასვლაც უწევთ, თუმცა სააგენტო მათ არც მგზავრობის ხარჯს უნაზღაურებს.
"შეტყობინება გაფიცვასთან დაკავშირებით შემოვიტანეთ. საქართველოს მასშტაბით სააგენტოს ცენტრების უმრავლესობა გაიფიცება. ამ ცენტრებიდან უმრავლესობა შეაჩერებს თავის საქმიანობას იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული", - თქვა სოლიდარობის ქსელის იურისტმა, დავით ომსარაშვილმა.
საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ ყოფილი მინისტრის, ეკა ტიკარაძის დროს დაიწყო, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია.
სააგენტოს თანამშრომელი დღეს ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა უწყების ხელმძღვანელი მათ არ შეხვდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 0

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

Levan Natalishvili

(212) 791-7500
New York, NY