13/01/221 545 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"მშვიდობიანად, მძლავრად, ეროვნული თანხმობის დროშით საქართველოს გადასარჩენად!" - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს მხარდამჭერებს მიმართა.
მან მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მშვიდობიანი, მძლავრი ნაბიჯებით, ქვეყანა ოლიგარქიული მმართველობისგან გათავისუფლდება და ხელახლა დადგება ოქროს ხანა.
"მე მინდა გითხრათ შემდეგი რამ, ახლა შეეცდებიან ჩვენს გათიშვას, მოსყიდვას, ფულის შემოყრას და ყველაფერს, მაგრამ არცერთ ფულზე არ იცვლება ის, რაც შეიძლება მივიღოთ ჩვენი ერთიანობით და ერთად ყოფნით ამ ზამთარში, ამ გაზაფხულზე.
ჩვენ ახლა გვჭირდება ერთიანობა, ვემზადებით გადამწყვეტი კვირისთვის, დღისთვის და თვისთვის, მაგრამ ვემზადებით. მეც ამაში თქვენი აქტიური თანამონაწილე ვარ, რაც არის ძალიან დიდი ისტორია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა ყველა ადამიანის, ვინც იბრძვის, ქედი მოვიხარო თქვენ წინაშე. არ ჩამოუშვათ ხელები, არათუ არ ჩამოუშვათ, უფრო მაგრად უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები, აღვმართოთ და მშვიდობიანად, მძლავრად, შეტევითად, ეროვნული თანხმობის დროშით, საქართველოს გადასარჩენად!
საქართველო აუცილებლად იქნება თავისუფალი და ძლიერი, საქართველოს ვერ გადაუვლიან და ვერ გააუქმებენ. ვერ გაგვაუქმებენ, ვერ მოგვაკეტინებენ, ვერ გაგვაჩერებენ! დრაივიც გვაქვს, ვიცით საქმე როგორ ვაკეთოთ, ამ ოროსნებზე ნიჭიერებიც ვართ, ბევრიც გვიკეთებია ამათგან განსხვავებით. საქართველოში ხელახლა დადგება ოქროს ხანა, როგორც იყო ის 9 წელი და ბევრად უკეთესი. შეცდომები, რომელიც იყო, აღარ იქნება განმეორებული, მათ შორის ბუნების შეცდომა - ეს სასამართლო.
მე ვამთავრებ ჩემს გამოსვლას და ჩვენ ვიწყებთ ბრძოლის ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვების ეტაპს, რომელიც მიგვიყვანს საქართველოს გათავისუფლებამდე, დეოლიგარქიზაციამდე და თავისუფლების დამკვიდრებამდე. თავისუფლება დღეს ჩვენი - ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
სიტყვის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დარბაზში მყოფმა მხარდამჭერებმა და თანაგუნდელებმა აპლიდისმენტებით გაამხნევეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY