"რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება. რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად ფეიკ განაჩენი. როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი "განსასჯელებს" და ასევე, ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელისგან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ გამოძიება ბრალდებულებს ფულის გათეთრებას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ ეს მუხლი გადააკვალიფიცირა და ისინი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.