11/01/22452 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"აშშ-მ უნდა დაუწესოს სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს... ისინი აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას" | 9 სენატორის წერილი ჯო ბაიდენს

9 ამერიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა და უკრაინაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამია ისიც, რომ აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა პუტინსა და მის წრეს სანქციები უნდა დაუწესონ რადგან ისინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას განაგრძობენ.
სენატორების წერილს "მთავარი არხის" ვებგვერდი უცვლელად გთავაზობთ:
"როგორც NATO-ს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები, გწერთ, რომ გადმოგცეთ აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორების უსაფრთხოებისა და თავისუფლების ორპარტიული მხარდაჭერა, მიმდინარე კვირის NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის ფარგლებში.
მიმდინარე კრიზისი, რომელიც ხელოვნურად შექმნილია ვლადიმერ პუტინის მიერ, უკრაინის საზღვართან რუსი ჯარისკაცების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის განლაგებით, გამოხატავს, პუტინის უარყოფას, რუსეთის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
ხელმომწერი სენატორები მხარს ვუჭერთ თქვენს ძალისხმევას, გამოიყენოთ ყველა დიპლომატიური საშუალება, რათა ცხადი გახდეს პუტინისთვის, რომ აშშ და მისი მოკავშირეები არ მიიღებენ მის ახლანდელ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ასევე, როგორც არ დაუშვებენ უკრაინაში შეჭრას ისე, რომ არ მოჰყვეს უარყოფითი შედეგები.
რუსეთის სიაში, რომელიც ის "უსაფრთხოების გარანტიას" ითხოვს დასავლეთის მთავრობებისგან, პუტინი ცალსახად ითხოვს, NATO-მ წევრობიდან გამორიცხოს უკრაინა და პირობა დადოს, რომ ალიანსი აღარ გაფართოვდება. ასევე, ითხოვს, აიკრძალოს NATO-ს სამხედრო აღჭურვილობის განლაგება ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის მერე შეუერთდნენ. ეს და სხვა უსაფუძვლო მოთხოვნები მიუღებელია სენატორების ამ ჯგუფისთვის.
ეს მოთხოვნები არის რუსეთის მცდელობა, რომ კიდევ ერთხელ შექმნას ევროპაში გავლენების სფერო, სადაც კრემლი თავისუფალია იძალადოს და დაჩაგროს ისეთი ქვეყნები როგორიცაა, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი და რუმინეთი, რომლებიც ამერიკის მტკიცე მოკავშირეები და პარტნიორები არიან.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მტკიცე ჩართულობას ჩვენს პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ კოორდინირებული და ცალსახა პასუხი პუტინის საშიში პოლიტიკის მიმართ და ვთხოვოთ ადმინისტრაციას და მის მოკავშირეებს, რომ გააგრძელონ საყვედური პუტინის სამხედრო მუქარებისა 
და პროვოკაციის მიმართ ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ. 
აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს გადაწყვეტილების დემონსტრირება და უარი თქვას პუტინის მიუღებელი მოთხოვნების მშვიდად მიღებაზე.
რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებთან მიმდინარე კვირის შეხვედრების გათვალისწინებით, გვსურს გამოვხატოთ ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შემდეგი პუნქტებისადმი:
  • რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებისა და ალიანსის ზრდის მიმართ. ამას მხოლოდ NATO-ს წევრები გადაწყვეტენ.
  • აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგული არიან იმ პრინციპის მიმართ, რომ "არ იქნება დისკუსია ან გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", რაც ასევე უნდა გავრცელდეს საქართველოზე.
  • აშშ, მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთგულნი არიან იმ პრინციპისა, რომ "არ არსებობს დისკუსია, ან გადაწყვეტილება უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე", რაც ასევე უნდა ვრცელდებოდეს საქართველოზეც.
  • NATO-ს კარი ღია რჩება ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურვილი აქვთ, შეასრულონ წევრობისთვის გათვალისწინებული ვალდებულებები და რომელთა წევრობა ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას ხელს შეუწყობს;
  • NATO-მ მხედველობაში უნდა მიიღოს ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში გაზრდილი სამხედრო განლაგება, მათ შორის ბალტიისპირეთში, პოლონეთსა და შავი ზღვის რეგიონში რუსული აგრესიის შესაკავებლად.
  • საჭიროა, დამატებითი დახმარება უსაფრთხოების სფეროში უკრაინისთვის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ არიან, რათა რუსეთს სამხედრო ოპერაციებში ხელი შეეშალოთ;
  • აშშ-მა და ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა დაუწესონ სანქციები პუტინსა და მის შიდა წრეს, რამდენადაც, ისინი აგრძელებენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას. 
ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად მუშაობას, განსაკუთრებით NATO-ში და ევროკავშირში, რათა უკან დავხიოთ პუტინის აგრესიული ტაქტიკა. ეს წარმოაჩენს აშშ-ს ერთგულებას, დაამყაროს წესრიგი ევროპაში. მსოფლიო, რომელშიც ავტორიტარისტებს სჯერათ, რომ შეუძლიათ გზა გაიკვალონ იძულებისა და დაშინების მეშვეობით, ემუქრება ამერიკელების უსაფრთხოებას საზღვარგარეთ და მათ კეთილდღეობას შინ.
სენატორების ჯგუფი მზადაა მხარი დაუჭიროს უკრიანის მიმართ გაზრდილ მხარდაჭერას, შეეწინააღმდეგოს პუტინის რევანშისტულ დღის წესრიგსა და დააძლიეროს აღმოსავლეთ ევროპაში მოკავშირეების მიმართ მხარდაჭერა",-წერია განცხადებაში.
ხელმომწერი სენატორები:
  • მარკო რუბიო;
  • ჯინ შაჰინი;
  • ტომ ტილისი;
  • კრისტოფერ კუსნი;
  • ჯონი ერნსტი;
  • ჯეფრი მაკლი;
  • მაიკლ რაუნდსი;
  • კორი ბუკერი;
  • ჯონ ბარასო.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 0

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 100

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA