11/01/22302 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნევროლოგიური დაზიანებები აქვს, გამოკვლევის გარეშე ხვალ-ზეგ შესაძლოა, რეალური რისკი დადგეს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე შეხვდა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თავს სუსტად გრძნობს და შესაბამისი კომპეტენციის ექიმების კონსულტაციას საჭიროებს. 
მან "ვივა მედის" ნევროლოგის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ აბაშიძესაც აქვს რეკომენდაცია, ჩატარდეს შესაბამისი კვლევა.
"მის თავის ტვინში არსებობს ნევროლოგიური დაზიანებები, რომლის გამოკვლევის გარეშე შესაძლებელია ხვალ ზეგ დადგეს დადგეს ძალიან რეალური რისკი, რამაც შესაძლებელია ძალიან მძიმე გამოსავალიც მოიტანოს, როგორც ექიმები ამბობენ, ამ მდგომარეობიდან. იმისთვის, რომ ეს რისკები იყოს შემცირებული აუცილებელია მისთვის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევა, რაც გულისხმობს როგორც კვლევას, ასევე გულისხმობს მის პირად კვალიფიციურ ექიმებთან კონსულტაციის შესაძლებლობას, რის საშუალებასაც, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტის გარეშე სასჯელაღსრულების სისტემა დღემდე არ აძლევს მას", - თქვა გიორგი მშვენიერაძემ. 
მისივე განცხადებით, ირღვევა დაცვის უფლების განხორციელების უფლებაც, რის გამოც რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართეს. მშვენიერაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის დროს არ აქვთ განცდა, რომ ეს დაცული კომუნიკაციაა.
მიხეილ სააკაშვილს დღეს ლევან ხაბეიშვილიც მოინახულებს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 0

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 0

Maia Beridze

(347) 236-5921
,