10/01/22959 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ადვოკატი - დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მოინახულა.
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილთან კვლავ დახურული კომუნიკაციის შეხვედრას ითხოვს და ამ პროცესში დახმარებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს.
„დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს, ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა სააკშვილის ფუნდამენტური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ პერსონალურად დახურული ფორმის კომუნიკაციის საშუალებას, რაზეც არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და მოვითხოვეთ, რომ ეს შეზღუდვები მოხსნილიყო, თუმცა დღემდე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება და დირექტორი არაფერს აკეთებს, რომ ეს ბარიერი, რაც არსებობს, გაუქმებულიყო.
საჯაროდ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა კანონით დადგენილი წესით სააკაშვილთან კომუნიკაციის და ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, ვისაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გავლენა მოახდინოს ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე.
აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ორგანიზაციებს არ მოეხდინათ სათანადო რეაგირება ჩვენი უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ამისთვის არ ყოფილა საჭირო ოფიციალური მიმართვა. ჩვენ ნებისმიერი ფორმით გავაკეთებთ და მოვითხოვთ, მათ შორის წერილობითი ფორმითაც, რომ დაცული იყოს სააკშვილის კონსტიტუციური უფლება დაცვის თაობაზე, ანუ დაცვის უფლება იქნეს რეალიზებული", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, არანაირ ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ იმაზე, თუ ვინ ზრუნავს სააკაშვილის ჯანმრთელობაზე და რა ნაბიჯები იდგმება ამ მიმართულებით.
„ამ ფონზე სააკაშვილის პირადი ექიმის არ დაშვება მასთან, აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს და ააშკარავებს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლების და იუსტიციის სამინისტროს მიზანი ნამდვილად არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვა", - განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც მალე გასაჯაროვდება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA