29/03/201 790 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სტამბულიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს

სტამბულიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც საქართველოს 54 მოქალაქე იმყოფება, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან, სტამბულში დააბრუნეს. მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ერთ-ერთმა მგზავრმა აღნიშნა, პოლიციამ მძღოლებისგან გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი ითხოვა, რომელიც მძღოლებს არ ჰქონდათ.
„დაახლოებით, 2 საათის წინ გამოვედით სტამბულიდან. გაგვაჩერა პოლიციამ და გვითხრეს, რომ გადაადგილების ნებართვა არ გვაქვს. ახლა უკან გვაბრუნებენ, პოლიციის ესკორტი მოგვყვება. მძღოლებს დოკუმენტი მოსთხოვეს, რაც არ ჰქონდათ. როგორც ამბობენ, ამ დოკუმენტს აქამდე არ ითხოვდნენ და დღეს პირველად მოითხოვეს. სტამბულში გვაბრუნებენ, მაგრამ იმის გამო, რომ დოკუმენტს დღეს ვერ ავიღებთ, მთელი ღამის ავტობუსში გათენება მოგვიწევს. თქვენთან კომუნიკაციის შემდეგ დამირეკეს საკონსულოდან და შემოგვთავაზეს, რომ ბილეთები სხვა ავტობუსზე ვიყიდოთ ან ამავე ავტობუსით წამოვიდეთ, მაგრამ დოკუმენტის აღებას დაველოდოთ. თუ ბილეთებს თავიდან ვიყიდით ეს თითოეულ მგზავრს დამატებით 50 დოლარი დაგვიჯდება, რაც ჩვენთვის ზედმეტი და გაუთვალისწინებელი ხარჯია. მით უმეტეს, მე შვილთან ერთად მოვემგზავრები, რაც ჩემთვის ამ ხარჯს აორმაგებს. რა უნდა ვქნათ ამაღამ სტამბულში, არ ვიცით“, - განაცხადა ლალი ხარხელმა.
„ინტერპრესნიუსი“ საგარაო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ქართველ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა. თუმცა, საგარეო უწყების ინფორმაციით, მგზავრებს სტამბულიდან წამოსვლა ხვალ შეეძლებათ.
„საკონსულო სამსახურის ჰქონდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან. თურქეთში, როგორც ცნობილია, შეზღუდულია შიდა გადაადგილება და სატრანსპორტო საშუალებას ესაჭიროება ყოველ ჯერზე შესაბამისი ნებართვის აღება. სტამბოლიდან საქართველოში მოქალაქეების გადმოყვანის უფლება მინიჭებული აქვს ერთ ტურისტულ კომპანიას, რომელსაც ამჯერად არ ჰქონდა აღებული გადაადგილების ერთჯერადი ნებართვა, შესაბამისად, არ მიეცა გადაადგილების საშუალება. აღნიშნულ ნებართვას კომპანია აიღებს ხვალ და მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ გამომგზავრების უფლება“, - უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA