29/12/211 427 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ

თუ თქვენი გულწრფელი სურვილია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ყველას თავმჯდომარე იყოს, გულწრფელი იყავით მაშინაც, როდესაც ახლა გადაწყვეტილებას მიიღებთ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით - თუ გინდათ, ვითანამშრომლოთ, თქვენგან შემხვედრი ნაბიჯი იქნება, რომ ამ თანამდებობაზე ჩემს კანდიდატურას მხარი დაუჭიროთ,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც მისი არჩევის პროცედურა მიმდინარეობს.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს, რომ პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე სამართლიანი იყოს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრია, აქვს პასუხისმგებლობა, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა განხორციელდეს.
„პარლამენტის თავმჯდომარეობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ სხდომათა დარბაზში პარლამენტის საქმის გაძღოლაში თავმჯდომარე იყოს სამართლიანი და ასე უდგებოდეს თითოეულ დეპუტატს. რა თქმა უნდა, მე ამავე დროს ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მაქვს პასუხისმგებლობა ამომრჩევლების წინაშე, რომ განვახორციელოთ ის პროგრამა, რომელიც საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა სამსჯავროზე გამოტანილი 2020 წელს, ამიტომ ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომლითაც ვმოქმედებთ და ის ვალდებულება, რაც აღებული გვაქვს. როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, სად შეიძლება ითანამშრომლოს ოპოზიციამ და უმრავლესობამ - დემოკრატია თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ხალხი მანდატს აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას და როდესაც პოლიტიკურ ძალას უმრავლესობა აქვს, მის საარჩევნო პროგრამას ხალხი აძლევს მანდატს, რომ ის განხორციელდეს. ეს არის ვალდებულება ხალხის წინაშე. ეს არის ის კალაპოტი, რომელსაც ხალხმა მხარი დაუჭირა. ამ კალაპოტს შესაძლოა სხვადასხვა შენაკადი ჰქონდეს. აქ ოპოზიციასთან თანამშრომლობა იგულისხმება და იდეები, რომლებიც თქვენგან წამოვა და წამოსულა კიდეც. არის წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება. ეს კალაპოტი შეიძლება ყოველთვის შეივსოს და ვფიქრობ, ეს არის როლი, რომელიც ოპოზიციამ შეიძლება შეასრულოს, რათა გაამდიდროს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება. თუმცა ამავე დროს, ეს კალაპოტი, რა თქმა უნდა ვერ შეიცვლება. ეს ხალხის ნებაა და ამას ვერ გადავუხვევთ“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის პროცედურა მიმდინარეობს. პარლამანტის ტრიბუნიდან დეპუტატების კითხვებს თავმჯდომარეობის კანდიდატი შალვა პაპუაშვილი პასუხობს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI