29/12/211 313 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სალომე სამადაშვილი - არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი იმ მიზნით, რომ კანონის მიღება შეჩერდეს

მინდა ყველას ესმოდეს, რომ ომბუდსმენთან ერთად ინსპექტორის სამსახური თამაშობს უმნიშვნელოვანეს როლს თითოეული მოქალაქის უფლებების დაცვაში. სწორედ იმიტომ, რომ ამ ინსტიტუტმა შეასრულა საკონსტიტუციო ვალდებულებები, მის წინააღმდეგ ხორციელდება სადამსჯელო ოპერაცია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, აღნიშნულ კანონპროექტს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და სტრატეგიული მოკავშირეებიც ეწინააღმდეგებიან.
„სადამსჯელო ოპერაციის გარდა ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ - დაჩქარებული წესით საგანგებო სესიაზე იმ კანონპროექტის მიღებას, რომელსაც მკვეთრად და აშკარად ეწინააღმდეგებიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. არ მახსენდება პარლამენტში მოსული აშშ-ის ელჩი სწორედ იმ მიზნით, რომ შეჩერდეს კანონის მიღება. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ ხელისუფლება არის მოტივირებული გააუქმოს მოქალაქეების დასაცავად შექმნილი დამოუკიდებელი ორგანო.
ამასთან, ჩვენ ინიცირება მოვახდინეთ ალტერნატიული კანონპროექტის და მზად ვართ, რომ შევიდეთ იმ ცვლილებების განხილვაში, რომელიც აუცილებელია, თუმცა ამას სჭირდება დრო და დაჩქარებული წესით ხელისუფლების კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს და გადაიდოს შემდგომი სესიისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველოში ნადგურდება ყველა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ამიტომ აბსურდია „ქართული ოცნების“ განცხადებები იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი ჯდება იმ რეკომენდაციებში, რომელსაც დასავლელი პარტნიორები იძლევიან.
სამადაშვილის აზრით, თუკი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცვლილება არის საჭირო, ასევე განხილულ უნდა იქნას პარტია „ლელოს“ მიერ ინიცირებული ალტერნატიული კანონპროექტი.
„თუ ინსპექტორის სამსახურის რეფორმა არის საჭირო, წარმოდგენილი არის ალტერნატიული კანონპროექტი და მზად ვართ, ის გავაგზავნოთ ვენეციის კომისიაში განსახილველად და საერთაშორისო პარტნიორების, არასამთავრობო ორგანიზაციების და პარლამენტის ფართო ჩართულობით მოხდეს რეალური შინაარსობრივი მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებები არის გასატარებელი. რაც ახლა ხდება, ეს არის ეგზეკუცია, სადამსჯელო ოპერაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტის და საჯარო მოხელის წინააღმდეგ. დავამატებ იმასაც, რომ როგორც ქალი პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია, თუ როგორ მოექცნენ ლონდა თოლორაიას, რომელიც რამდენიმე კვირის წინ გახდა დედა და როდესაც მას მაქსიმალურად მხარდაჭერა სჭირდეობოდა საკუთარი საქმიანობისთვის, ამ დროით ისარგებლა მმართველმა უმრავლესობამ და მის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაგეგმა“, - განაცხადა სამადაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA