28/03/201 403 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 10 000-ს გადასცდა

იტალიაში, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ერთერთ მთავარ ცხელ წერტილად ითვლება, ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათში იტალიის მასშტაბით კიდევ 889 ადამიანი გარდაიცვალა, ჯამში - 10 023, რითიც გარდაცვლილთა რაოდენობით ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ამ დროისთვის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 92 472 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანა ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს უსწრებს და აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილს იკავებს. 
იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა 8%-ია. ესგაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.
იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY