06/12/211 058 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - გეგონება ჩრდილოეთ კორეაში ვართ, მოდი, სააკაშვილი გამოვუშვათ და შევრიგდებით - აღარაფერი არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი?

2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაბნეულები არიან და არ იციან რა თქვან.
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გამოყვანა, არაკონსტიტუციურია.
„ჰიპოტეტურად წარმოვიდგინოთ, ვთქვათ უკეთესია სააკაშვილის გარეთ გამოშვება და საზოგადოება, ვისაც არ უნდა, რომ ის გარეთ გამოვიდეს, ვითომ აღარ არსებობს, მთელი საქართველო ითხოვს, რომ გამოუშვით. ჩვენ შევიკრიბეთ, პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, გეგონება იქ ვართ, ჩრდილოეთ კორეაში, მოდი გამოვუშვათ. ე.ი. აღარაფერი აღარ არსებობს, არც კონსტიტუცია, არც კანონი. გამოვუშვათ და ახლა შევრიგდებით. აი, თქვენ გგონიათ ეს უკეთესია, ვიდრე ის, რასაც კანონის აღსრულება ჰქვია?! თვითონ „ნაცმოძრაობაში“ ისეთი დაბნეულები არიან, რომ ვერ შეუსაბამეს ერთმანეთს, აბა რა თქვან?! ხომ არ იტყვიან - გამოუშვით, მას ასე უნდა, დაიღალა, ამის დრო სად აქვს, რომ ციხეში იჯდეს. აღმოსავლეთ ევროპის ლიდერია, ვაშინგტონია, დავით აღმაშენებელი და ლუარსაბ მეფე მოიგონა კიდევ ბოლოს.
სწორია ის, რასაც მელია ამბობს, ამას უჯერებს ის ხალხი, რაოდენობა, რომელიც ასე არ ფიქრობს?! ანუ, სამოქალაქო ომის დაწყებას აანონსებს თუ რის საფუძველზე? 2024 წელს არის არჩევნები და ქვეყნის არევას ვერავინ ვერ შეძლებს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA