06/12/21526 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

გორდონი: სააკაშვილი გმირია, რომელმაც გაბედა და ივანიშვილის საქართველოში დაბრუნდა

"სააკაშვილი გმირია, რომელმაც გაბედა და ივანიშვილის საქართველოში დაბრუნდა, როდესაც ზუსტად იცოდა რამდენად სასტიკად მოექცეოდა მას რეჟიმი"- ამბობს "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გავლენიანი უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
გორდონი საქართველოს ხელისუფლებამ 27 ოქტომბერს ქვეყანაში არ შემოუშვა და აეროპორტიდანვე უკრაინაში გაადეპორტა. საქართველოში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, ალესია ბაცმანი. 
"მას უნდოდა საკუთარი ხალხის გაღვიძება, უნდოდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ყოფილიყო ასეთ რთულ დროს. ასეთი ხალხი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელია და ერთ-ერთი მათგანი სწორედ მიხეილ სააკაშვილია. ის სიკვდილისთვისაც მზად იყო" ამბობს დმიტრი გორდონი "დღის სტუმრის" ეთერში.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread