06/12/21722 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხოშტარია - ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ამოცანა არის, ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება

პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესვლის წინ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები.
ხოშტარიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან აპირებს საუბარს მასზე, როგორც პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლზე და აღნიშნა, რომ ახლა მთავარი ამოცანა ქვეყანაში "შურისძიების ციკლის" დასრულებაა. 
"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირადად მოვინახულო, გავიგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი - შურისძიების მსხვერპლი და ობიექტი - ეს არის ძალიან დიდი გარდა ადამიანური, ასევე, პოლიტიკური პრობლემისა ამ ქვეყანაში და იმედი მაქვს, შევძლებთ ამაზე საუბარს.
რასაც ჩვენ ვხედავთ მის მიმართ, ეს არის შეურაცხყოფა იმ აუცილებელი კითხვებისა, იმ ადამიანებისაც, ვისი უფლებებიც შეილახა და ვისაც ლეგიტიმური კითხვები გააჩნია მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის უსამართლობის და შურისძიების პროცესი, რომლიდანაც მოგებული არავინ და ვერავინ ვერ იქნება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური ამოცანა, რომ საქართველოში არ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და დავასრულოთ შურისძიება და მე ვფიქრობ, რომ ამოცანა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილისაც არის არა საკუთარი თავის გამოხსნა, არამედ, ამ ქვეყანაში შურისძიების ციკლის სამუდამოდ დასრულება",- თქვა ხოშტარიამ. 
ელენე ხოშტარია მიხეილ სააკაშვილის წერილსაც გამოეხმაურა ეროვნულ შერიგებაზე და თქვა, რომ ეროვნული თანხმობა არის დიდი ამოცანა, რომელსაც ის რიგგარეშე არჩევნების გარეშე და პოლიტიკური პატიმრების პირობებში ვერ ხედავს. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA