"პროკურორები იღებდნენ მესიჯებს და ამის შემდეგ აღშფოთებოდნენ ხოლმე..." - ელისო კილაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
"პროკურორები იღებდნენ მესიჯებს და ამის შემდეგ აღშფოთებოდნენ ხოლმე..." - ამის შესახებ "ქრონიკა პლუსის" მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი", მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შემდეგ საუბრობს. მისი თქმით, პროკურორები პროცესის დასაწყისშივე გამოთქვამდნენ მოთხოვნას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ გაკეთებინა პოლიტიკური განცხადებები, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პერსონა.
რასაც ვხედავდი, ის რაც კამერებში არ ჩანდა, პროკურორები იღებდნენ შეტყობინებებს და ამ შეტყობინებების ძირითადი ამოცანა იყო ცენზურა. პროცესის დასაწყისში პროკურორებმა მოსთხოვესცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროცესს მედიის წარმომადგენლები ესწრებოდა , რადგან მედიის წარმომადგენლების დასწრება თავად მესამე პრეზიდენტმა ისურვა. მან ამის შესახებ სპეციალური მიმართვა გაავრცელა.
მოსამართლეს, რომ სააკაშვილმა ილაპარაკოს მხოლოდ იმ ბრალდებებზე, რაც არის წარმოდგენილი და პოლიტიკური განცხადებები არ გააკეთოსო. 37 წელია, მიმოწერის უფლების გარეშეა და საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება არ აქვს. მოსამართლეს ძალიან შერცხვა და თქვა, რომ ის არის პოლიტიკური პერსონა და მოგვიწევს მისი პოლიტიკური განცხადებების მოსმენა, მაგრამ პროკურორები იღებდნენ შეტყობინებებს და ამ მესიჯებით პერიოდულად აღშფოთდებოდნენ სააკაშვილის ამა თუ იმ ფრაზებთან დაკავშირებით, - ამბობს ელისო კილაძე.