25/01/201 234 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ალეკო ელისაშვილი - ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს

"ჩვენ ვხედავთ, რომ ამერიკელი კონგრესმენების ტონი დღითი დღე უფრო მკაცრი ხდება. ისინი უფრო ღიად საუბრობენ იმაზე, რაც საქართველოში ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი კონგრესმენი პიტ ოლსონი როდესაც ამბობს, რომ საქართველოს ჰყავს კორუმპირებული მთავრობა და მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს, არ ვიცი, ამაზე მეტი პირდაპირობა და ამაზე მეტად ღიად თქმა რას ნიშნავს", - ასე ეხმაურება "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი ალეკო ელისაშვილი კონგრესმენების წერილს. მისვე თქმით, კონგრესმენებს შეუძლიათ გადაწყვეტილება მიიღონ და ივანიშვილის ანგარიშებს ყადაღა დაადონ.
„ეს არის შედეგი მანამდე გამოგზავნილ წერილებზე არაადეკვატური პასუხების. როდესაც მსოფლიო პოლიტიკის გადამწყვეტ ხალხზე, უაღრესად პრაგამატულ და გონებაგამჭრიახ ადამიანებზე, რომლებიც ძალიან დეტალურად აანალიზებენ მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ამბობ, რომ ისინი არიან არაინფორმირებულები და შეცდომაში შეყვანილები, ამით მათ უბრალოდ აბუჩად იგდებ და შეურაცხყოფას აყენებ. ისინი ყველაფერს ჩვენზე, ქართულ ოპოზიციაზე უფრო მკაცრ სახელს არქმევენ და ეს არის სიგნალი იმის, რომ "ქართული ოცნების" დრო იწურება. ბიძინა ივანიშვილი ისე ნუ იზამს, რომ რიგით მოქალაქეებზე უფრო ღარიბი გახდეს, ვინაიდან ძალიან მარტივად შეუძლიათ იმავე კონგრესმენებს მიიღონ გადაწყვეტილება და მის ანგარიშებს ყადაღა დაადონ. მერე „უფასო“ ბიძინა ივანიშვილი ვის რაში გამოადგება თვითონ "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტოს. ამდენად დროა გონს მოეგოს "ქართული ოცნება", დათანხმდეს პროპორციულ არჩევნებს და ახლა მაინც შეასრულოს სიტყვა როგორც მსოფლიოს, ისე ქართველი ხალხის წინაშე", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • პირველები - 21 სექტემბერი, 2023.
      1 საათზე, 21 სექ
    • ფორმულა 12:00 საათზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • მთავარი 12-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • კურიერი 12-ზე - 21 სექტემბერი, 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • მოამბე 12 საათზე - 21 სექტემბერი 2023.
      12 საათზე, 21 სექ
    • მთავარი 9-ზე - 20 სექტემბერი, 2023.
      9 საათზე, 20 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • შენი შუადღე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • პირველამდე - 21 სექტემბერი, 2023.
      21 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 20 სექტემბერი, 2023. ირაკლი კობახიძე
      20 სექტემბერი
    • აუტანელი სიმსუბუქე - 20 სექტემბერი, 2023. ზაზა ფაჩულია
      20 სექტემბერი
    • სხვა ნანუკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • ბარიერი - 20 სექტემბერი, 2023. გიგა ბედინეიშვილი
      20 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • სპექტრი - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის ამბები - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
    • დღის ამბები - 20 სექტემბერი, 2023.
      20 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY