29/11/21890 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

საპარტნიორო ფონდს „საქართველოს განვითარების ფონდი“ დაერქმევა - თურნავა რეფორმაზე

მთავრობა საპარტნიორო ფონდის რეფორმას იწყებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  უკვე დიდი ხანია რეფორმის სხვადასხვა მიმართულებაზე მიმდინარეობს მუშაობა სწორედ საპარტნიორო ფონდთან ერთად და კანონპროექტიც მომზადებულია.
„კანონპროექტით, პირველ რიგში  ფონდის რებრენდინგი მოხდება და მას დაერქმევა „საქართველოს განვითარების ფონდი“. გარდა ამისა, იქნება სიახლეები ბევრი სხვა მიმართულებით. საპარტნიორო ფონდი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმ მიმართულებით, რომ ბიზნესს სჭირდება დაფინანსების სხვადასხვა დივერსიფიცირებული მექანიზმი და მათ შორის კაპიტალი, რომლის წყაროსაც წარმოადგენდა დღემდე საპარტნიორო ფონდი, თუმცა უფრო თანამედროვე სტრუქტურა უნდა შეიქმნას.
მიმდინარეობს მასშტაბური რეფორმა სახელმწიფო საწარმოების და ეს პირველ რიგში საპარტნიორო ფონდს შეეხება. შეიცვლება მენეჯმენტ-სტრუქტურები, იარსებებს დამოუკიდებელი, პროფესიული ნიშნით შერჩეული სამეთვალყურეო საბჭო. მთავრობის წევრების ნაცვლად იქნება დამოუკიდებელი პროფესიული ბორდი, ხოლო საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტს დაევალება, რომ ფონდის ფინანსური აუდიტი და რესტრუქტურიზაციის გეგმა მომზადდეს, რომ საბოლოოდ, ის იყოს უფრო ძლიერი, თვითკმარი და მდგრადი ამ თვალსაზრისით. მოხდება პრაქტიკულად, ამ სტრუქტურის სრული განახლება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
"საპარტნიორო ფონდი" სახელმწიფო საინვესტიციო ფონდია - მისი 100% სახელმწიფო საკუთრებაშია. დაარსდა 2011 წელს. ხელმძღვანელი 2015 წლიდან დავით საგანელიძეა
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA