29/11/211 031 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

მესამე პრეზიდენტმა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში სასამართლო დარბაზიდან ამხილა

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო დარბაზიდან ამხილა სასჯელაღსრულების სისტემა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. მან დეტალურად გაიხსენა რუსთავიდან გლდანის ციხეში მოტყუებით გადაყვანის დღე.
მან გლდანის ციხეში, მის წინააღმდეგ "შუმოკის" ორგანიზებაში ციხის ადმინისტრაციას დაადო ხელი:
"წამოსვლის წინ, როცა შევხვდი ევროპარლამენტარებს მათ მკითხეს, არ გგონია, რომ როცა საქართველოში ჩახვალ, შენ იქ გაწამებენ, მე ვუთხარი 21-ე საუკუნეში ვინ აწამებს ვის, კარი ეხლა, როგორ გაბედავენ, ამერიკის სენატში შეხვედრისას ერთ-ერთმა სენატორმა მკითხა, ჩვენ უბრალოდ გვეშინია შენ პირად უსაფრთხოებაზე, ციხეში რა შეიძლება გიქნან, ამაზე ვუთხარი, 21-ე საუკუნეში ჩვენ ციხეში, ვინ რას გაბედავს. ამის მერე, მთელი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, სადაც ეგრევე მეუბნებიან, რომ ტელეფონით ზარების განხორციელების უფლება არ მაქვს, ერთ-ერთი გამოგონილი საქმის გამო, რა თქმა უნდა, სადაც მაშ შემდეგ, რაც ხელი დავუქნიე სააბაზანო ოთახიდან რამდენიმე ათეულ ადამიანს რომლებიც უბრალოდ იყვნენ გარეთ მოსული და შემთხვევით გადავიკვეთეთ, დაგმანეს ფანჯარა, ატყდა ერთი ამბავი, იმიტომ, რომ ჩემი სახის დანახვა ახლა შუშიდან მაინც შეიძლება და ისე არ შეიძლებოდა არსაიდან.
და ამის შემდეგ თავიდან მე გამოვაცხადე შიმშილობა და სიტუაცია იყო ისეთი, რომ თავიდან ექიმებს ჩემთან არ უშვებდნენ, გარდა იქ დაწესებულების ექიმებისა, მერე შეიქმნა საზოგადოების ზეწოლის შედეგად სახელმწიფო კონსილიუმი, რომელმაც დაწერა რეკომენდაცია, რომ პრევენციულად, იმიტომ რომ ბევრი მიმართულებით უკვე მქონდა გაუარესება, უნდა გადავსულიყავი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, მრავალპროფილურ საავადმყოფოში, ეს დაწერეს, ამის შემდეგ კიდევ გრძელდება სიტუაცია, როცა ხან ადვოკატებს არ უშვებდნენ, ხან უკრაინის სახალხო დამცველი დაგმანეს, ხან ჩემ მოძღვართან შეხვედრაზე უარი მითხრეს, ეს ყველაფერი დაფიქსირებულია და ყველა შესაბამის ინსტანციას გადაგზავნილი აქვს.
და ამის მერე დანიშნული მქონდა შეხვედრა დედაჩემთან და ჩემ ორ შვილთან, დანიშნული მქონდა შეხვედრა სახელმწიფო კონსილიუმთან, მუდმივად მეუბნებოდნენ, რომ ხან კონსილიუმს არ სცალია, ხან ჩემები არ მოვიდნენ, ერთი სიტყვით, ჩვეულებრივად მატყუებდნენ და შემდეგ შემოდის ჩემ საკანში ციხის უფროსი და ამბობს, დაკმაყოფილდა თქვენი შუამდგომლობა, თქვენ გადაყავხართ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, მე ვუთხარი მითხარით სად არის ეს კლინიკა, მან მითხრა სადღაც თბილისში, ნუ ნერვიულობთ, კაი კლინიკაა, მე ვუთხარი მინდა ვიცოდე ზუსტად რა კლინიკაა, შენი უსაფრთხოების გამო ვერ გეტყვით, მაგრამ ის არის ზუსტად, რაც თქვენ გინდოდათ" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა
მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ ის ძალით გადმოათრიეს მანქანიდან,  ურტყეს ფეხებში, ხელებში, იყო მის მოხრჩობის მცდელობაც. თქვა, რომ გახადეს ფეხსაცმელი, შემოახიეს და გააძრეს ტანსაცმლის ნაწილი "ასე შიშველი ამიყვანეს, ცემა-ტყეპით და გინებით".
მიხეილ სააკაშვილმა თქვა, გამუდმებით ესმოდა გინება, მუქარები და ეს იყო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული:
"ის იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები საქართველოს სახელმწიფოს შემქმნელის მიმართ და რა მნიშვნელობა აქვს, არ იყოს სააკაშვილი და იყოს ქიბროწაშვილი, რა უფლება აქვთ, რომ ამის შემდეგ საერთოდ ვინმე იღებს ხმას სამართალდამცავი სისტემიდან", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 
მესამე პრეზიდენტმა შიმშილობის 49-ე, გონების დაკარგვის დღე გაიხსენა თქვა, რომ გაუმართლა, რადგან იმ დროისათვის ადვოკატების თანდასწრებით იმყოფებოდა.
მან ექიმ რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა.
"ეს იყო სიტუაცია, როცა გულიკო ქილიფთარმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე. იმიტომ, რომ გონება მქონდა დაკარგული თითქმის 20 წუთის განმავლობაში, ეს არის ძალიან გრძელი ვადა, სპეციალისტებმა იციან, ამ დროს შეიძლება მოხდეს იშემიური ინსულტი, ტვინის სიკვდილი, გულის გაჩერება, ყველაფერი. გულიკო, მე ძალიან კარგად მახსოვს ლოყაში მირტყამდა, მეუბნებოდა, არ მოკვდე, არ მოკვდე, არ მოკვდე, დიდი მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს", - თქვა მესამე პრეზიდენტმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA