27/11/21649 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ოცნება" ახდენს არჩევნების გადაწერას საკრებულოებში, ამ საკითხს აუცილებლად წავიღებთ სასამართლოში" - ენმ-ის საგანგებო განცხადება

"მორიგ ჯერზე ვიხილეთ ხელისუფლების მიტაცების ფაქტი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე" - ზუგდიდსა და ბათუმში "ოცნების" ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. 
როგორც პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი და ცესკო შეთანხმებულად მოქმედებენ, ვინაიდან არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ 13 ნოემბერს იყო შეჯამებული და ახალი საკრებულოების სხდომის მოწვევის თარიღის დანიშვნა აქამდეც შესაძლებელი იყო. 
მისი თქმით, ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცება კონსტიტუციის მე-9 თავით განსაზღვრულ თვითმმართველობის ორგანიზების წარმომადგენლობით და ექსკლუზიურ პრინციპებსაც  ეწინააღმდეგება. ოპოზიცია საკითხის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს. 
"მაშინ როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტი ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის, და სახელმწიფო ბიუჯეტი არის ძირითადი წყარო ადგილობრივი ბიუჯეტების  ფინანსებისა, ხელისუფლების მოქმედება, რომ  ვადაგასულ საკრებულოებს დაემტკიცებინათ ბიუჯეტი, არის ხელისუფლების მიტაცების ფაქტი.
არგუმენტი რომ ძველ საკრებულოებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება ახალი საკრებულოების შეკრებამდე არის არარელევანტური, ვინაიდან ეს ნორმა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა საკრებულოს არჩევნების გადავადება ან ბათილად გამოცხადება. 
მაშინ როცა ახალი საკრებულოები არჩეულია და ცესკოს უკვე განსაზღვრული ჰქონდა ვადა ახალი საკრებულოების სხდომის დანიშვნის, გუშინდელი მოქმედება იყო პირდაპირი დანაშაული სახელმწიფოს წინააღმდეგ - ძალაუფლების მიტაცება, ყველაზე მძიმე დანაშაული. აქ ცესკოსთან ერთად ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ ძალას, ეკისრება მთავარი პასუხისმგებლობა. 
ჩვენ ამ პროცესს აუცილებლად წავიღებთ სასამართლოებში და აუცილებლად ჩვენს ოპოზიციონერ საპარლამენტო კოლეგებთან ერთად, მოხდება კონსტიტუციური წარდგინების მომზადება. ვინაიდან ჩვენ ეს პროცესი არ უნდა უგულებელყოთ თუ გვინდა კანონიერება და სამართლიანობა",- ამბობს ლევან ბეჟაშვილი. 
ცნობისთვის, ძალადობით დამტკიცებული ბიუჯეტები ზუგდიდსა და ბათუმში, ქართული თვითმმართველობის ისტორიაში უპრეცენდენტო შემთხვევაა. ხელისუფლებამ საკრებულოების ძველ შემადგენლობას ახალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტები პოლიციის დახმარებით მიაღებინა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 40

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA