26/11/21525 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დავამტკიცეთ ბიუჯეტი, რათა დესტრუქციულ ძალებს განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ - ბესიკ ჭეჟია

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ჭეჟია ვადაგასული დეპუტატების მიერ, 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებით ხსნის.
"ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ. დიახ! - ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან", - ამბობს ის.
ზუგდიდში, ისევე როგორც ბათუმში 2022 წლის ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ ძალისმიერი მეთოდებით დაამტკიცა, მაშინ როცა ქალაქებს უკვე ჰყავთ ახალი თვითმმართველობები. ამ ყველაფერს კი ოპოზიციის მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA