26/11/21844 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა - წალენჯიხის მერი ბათუმისა და ზუგდიდის ბიუჯეტების დამტკიცებაზე

"ასე მყარდება ქვეყანაში უზურპაცია და დიქტატურა" - წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა, გიორგი ხარჩილავამ, ბათუმსა და ზუგდიდში "ქართული ოცნების" ვადაგასული საკრებულოების მიერ ბიუჯეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. 
როგორც ხარჩილავამ აღნიშნა, მმართველ გუნდს ბიუჯეტი პარტიული ფინანსების წყაროდ მიაჩნია და ცდილობს, მოქალაქეებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა არ მისცეს. 
"ის, რაც დღეს ხდება ბათუმსა და ზუგდიდში, ფაქტობრივად სცილდება ბიუჯეტის ჩვეულებრივი დამტკიცების პროცესს და ძალიან გლობალურ შეფერილობას იღებს. "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტი მიაჩნია პარტიული ფინანსების წყაროდ და არ ემეტება, ეს საკითხი გადაწყვიტოს ხალხმა, ანუ ხალხის მიერ არჩეულმა საკრებულოებმა. სწორედ ეს პოლიტიკური კონფლიქტი მიმდინარეობს დღეს ხალხსა და "ქართულ ოცნებას" შორის და ასე მყარდება უზურპაცია და დიქტატურა ქვეყანაში.
2022 წლის ბიუჯეტის ახლადარჩეული საკრებულოსთვის ჩამოშორება გახლავთ ის გზა, რითაც "ქართული ოცნება" აგრძელებს, მას არ უნდა ცვლილებები, დემოკრატია, მოქალაქის შემოყვანა პროცესში. ამიტომ, მოქალაქეებმა უნდა დავიბრუნოთ თვითმმართველ ორგანოებში ძალაუფლება და აღვიდგინოთ სუვერენიტეტი, ჩვენი წარმომადგენლობა საკრებულოებში. ეს ბრძოლა არის შეუქცევადი და ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი სწორედ წალენჯიხა გახლავთ, სადაც გაიმარჯვა ოპოზიციურმა აზრმა და სადაც დღეს ყალიბდება შემდგომი პერსპექტიული განვითარების ხედვები მეგობარ ორგანიზაციებთან ერთად", - თქვა გიორგი ხარჩილავამ. 
ცნობისთვის, ბათუმსა და ზუგდიდში დღეს საკრებულოს სხდომები გაიმართა, სადაც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. პროცესი ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციის დეპუტატები სხდომებზე არ დაუშვეს, ხოლო ისინი, ვინც შესვლა მოახერხა, შენობებიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გარდა ამისა, პოლიციამ აჭარის უმაღლეს საბჭოსთან და ზუგდიდის საკრებულოსთან საპროტესტო აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY