25/11/21966 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

თუ დეპუტატებს გორის ჰოსპიტალში არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო მომსახურებაზე უარს იტყვის - ადვოკატი

ქართველი ხალხის აქტიურობა, ქართველი ხალხის პროტესტი არის საფუძველი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების- აცხადებს მისი ადვოკატი ბექა ბასილაია გორის ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ.
მაინ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საინიციატივო ჯგუფის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მასში ის ხალხი შევლენ, ვინც აქტიურობდა მისი სიცოცხლის გადარჩენის პროცესში
"სასამართლო იმ პირობებში დღეს რაშიც იმყოფება, ივანიშვილის დიქტატის ქვეშ მოქმედი სასმართლო, მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს. აქედან გამომდინარე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქართველი ხალხის აქტიურობას, ქართველი ხალხის პროტესტს და ამ პროტესტის ფონზე, ხელისუფლებას მოუწევს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, რომ შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და პოლიტიკური შურისძიება" - ამბობს ბასილაია.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ დეპუტატებს, რისი უფლებაც დეპუტატებს აქვთ
"ბოლო დღეების მანძილზე არ ეძლევათ დეპუტატებს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. ეს არის პოლიტიკური იზოლაციის პროცესი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ეს არის მიხეილ სააკაშვილისთვის ხელის შეშლის პროცესი" - ამბობს ბასილაია.
ამ ყველაფრის გამო, მესამე პრეზიდენტი ერთგვარ ულტიმატუმს აყენებს. იმ შემთხვევაში, თუ მასთან დეპუტატებს არ შეუშვებენ, მიხეილ სააკაშვილი უარს იტყვის სამედიცინო მომსახურებაზე და მიიღებს იმ მედიკამენტებს, რომლებსაც ის რუსთავის ციხეში იღებდა:
"მიხეილ სააკაშვილს აქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, თუ ეს გაგრძელდება, და თუ ამას დაუყოვნებლივ არ დაესმევა წერტილი, ის გორის ჰოსპიტალში მიმდინარე მკურნალობის პროცესს შეწყვეტს და მიიღებს მხოლოდ იმ მედიკამენტებს, რასაც იღებდა მანამდეც, დანიშნულებით, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა" ამბობს ბასილაია.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ