26/03/201 442 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ეკატერინე ტიკარაძე - მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია, რომელსაც მარნეულში კორონავირუსი პირველს დაუდგინდა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ორსული ქალი 62 წლის პაციენტის ახლო ნათესავია, რომელსაც მარნეულში კოვიდ ვირუსი პირველს დაუდგინდა.
როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ქალის ახლო კონტაქტების მოკვლევა მარნეულში კვლავ გრძელდება.
რაც შეეხება ორსულ ქალს, ის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობას გადის.
„დღეს ჩვენ გვყავს 79 პაციენტი, ერთი პაციენტი არის საყურადღებო, ორსული ქალბატონი, რომელიც არის ჩვენი მარნეულელი პაციენტის ახლო ნათესავი. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ სწორედ მიზნობრივ ჯგუფებს ვიკვლევთ მარნეულში, გამოკვლევა მიმართულია ამ ქალის ახლო კონტაქტებისა და ნათესავების მიმართ. შესაბამისად, ამ კლასტერის გამოკვლევისას ჩვენმა სპეციალისტებმა დაადგინეს კოვიდის ინფექცია და ის გადმოყვანილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და ექიმები ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.