24/11/211 097 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

"დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების გამო - ეს არავის შერჩება!" - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე პარტიის მიერ გასაჯაროებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა და საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდა.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და მხილებული იქნას ყველა ის პირი, რომელიც ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლასა და მოსყიდვის მცდელობაში მონაწილეობდა.
"საქმე გვაქვს რეჟიმის, იმდენად საზიზღარი, მახინჯი სისტემის რეპრესიულ მექანიზმთან, როდესაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ძალაუფლებისთვის რეჟიმი არ ერიდება ადამიანების შანტაჟს, მუქარას, მათ ყველაზე უფრო მძიმე სიბინძურეში გახვევას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანი, ბათუმის საკრებულოს დეპუტატი, დღეს უბრალოდ აღარ არის. ჩვენ უნდა ვისაუბროთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეჟიმმა ვეღარ გაბედოს ადამიანების შანტაჟი წინასაარჩევნოდ თუ არჩევნების შემდეგ...
დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ბატონი ნუგზარის გარდაცვალების გამო, საგამოძიებო ორგანოების მიერ დაუყოვნებლივ იქნას მხილებული ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა შანტაჟსა და მოსყიდვაში, დაუყოვნებლივ მოხდეს რეაგირება ყველა იმ ინსტიტუტის მიერ, რომელსაც რეალურად ევალება რომ გამოიძიოს, დაადგინოს ის ყველაფერი, რამაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. დარწმუნებული იყავით, ეს არავის შერჩება!", - თქვა ხატია დეკანოიძემ. 
ამასთან, მან ამ საკითხზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კომენტარს "ამაზრზენი" უწოდა და თქვა, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაში მონაწილე ადამიანები პასუხისგებაში აუცილებლად იქნებიან მიცემული. 
"ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი თანამებრძოლი ვეღარ უძლებს ამხელა ზეწოლას და ამაზე სისტემას მხოლოდ ერთადერთი პასუხი აქვს. ეს პასუხი, ჯერჯერობით რაც მოვისმინეთ, იყო ყველაზე უფრო ამაზრზენი, რიჟვაძის პასუხი, რომელმაც არც იცოდა ჯერ ჩანაწერებში რა იყო გამოქვეყნებული და ამ დროს, იგი საუბრობს რაღაც კონკრეტულ შინაარსზე.
მინდა გითხრათ ჩემი მეგობრების, თანაპარტიელების სახელით, ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც არ აპირებს შეეგუოს, რომ ადამიანების სიცოცხლე შეწყდეს იმის გამო, რომ რეჟიმს არ უნდა შეგუება ძალაუფლების დაკარგვასთან. არ ვაპირებთ შევეგუოთ იმას, რომ არავინ დაისაჯოს ამ ადამიანზე ზეწოლის გამო. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კონკრეტულად ის ადამიანები, რომლებიც დღეს ამხილეს, აუცილებლად მიეცნენ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში", - თქვა ენმ-ის წევრმა.
დღეს ენმ-მ აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა, დასტურდება, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეს ენმ-დან წასვლისა და საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად მუშაობის სანაცვლოდ, 100 000 დოლარს სთავაზობდნენ. ფუტკარაძესთან მოსალაპარაკებლად ასლან აბაშიძის დროინდელი პოლიციის მაღალჩინოსნები მიაგზავნეს. ოპოზიცია საქმეში თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის მონაწილეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
ფუტკარაძის წასვლით, ოპოზიციას საკრებულოში უმრავლესობა დაეშლებოდა. ჩანაწერები თავად ფუტკარაძემ გააკეთა და გიორგი კირთაძეს გარდაცვალებამდე რამდენმე დღით ადრე გადასცა.
ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. ენმ-ში ამბობენ, რომ მან სწორედ ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო და ნერვიულობის ნიადაგზე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY