რუსეთის მიერ იტალიისთვის გაწეული დახმარება სრულიად უსარგებლო გამოდგა
ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ, იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა La Stampa საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რაც შეეხება აღჭურვილობას და ჰუმანიტარულ ტვირთს გამოცემაში ამბობენ, რომ Covid-19-თან ბრძოლაში, რუსული დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.
იტალიაში რუსეთის ელჩმა, სერგეი რაზოვმა რია ნოვოსტისთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი ამ ნაბიჯით არ ცდილობს მასზე დაწესებული სანქციების მოხსნის ლობირებას და ეს უანგარო დახმარების ნაბიჯია.
იტალია ევროპაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარი კერააა, ამ დროისთვის ქვეყანაში Covid-19-ის 74 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 7,500 ადამიანი.
21 მარტს ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ, ჯუზეპე კონტეს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთმა იტალიის დახმარების სურვილი გამოთქვა. მომდევნო დღეებში, რუსეთიდან იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე 9 თვითმფრინავი ჩაფრინდა, იტალიაში ჩავიდა ეპიდემიებთან ბრძოლის გამოცდილების მქონე ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი, ასევე, დეზინფექციის მობილური სადგურები და ლაბორატორიები.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ამ ნაბიჯით პოლიტიკური მიზნებს მისდევს, ხოლო ჯუზეპე კონტე დახმარების მიღებას პუტინთან პირადი ურთიერთობების გასამყარებლად დათანხმდა. გამოცემის ინფორმაციით, იტალიაში ჩასული სამხედრო სპეციალისტების უმრავლესობა არა მედიკოსი, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან. რაც შეეხება აღჭურვილობას და ჰუმანიტარულ ტვირთს გამოცემაში ამბობენ, რომ Covid-19-თან ბრძოლაში, რუსული დახმარების 80% სრულიად უსარგებლო აღმოჩნდა.