26/03/201 536 ნახვა წყარო: tabula.geფოტო: tabula.ge

პომპეო - ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში

შშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნებმა ვიდეო კონფერენციაზე ვუხანის ვირუსზე, კორონავირუსზე ჩინეთის საერთაშორისო დეზინფორმაციის კამპანია განიხილეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი ინფორმაციის დამალვაში ან მისი გაზიარების გაჭიანურებაში:
"ჩინეთი ჩართული იყო და კვლავ ჩართულია დეზინფორმაციის კამპანიაში. თქვენ ამას ხედავთ. თქვენ ამას უყურებთ სოციალურ მედიაში, ამას ისმენთ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მაღალი რანგის პირებისგან".
პომპეომ კიდევ ერთხელ დაგმო ჩინეთის მაღალჩინოსნების "არანორმალური საუბარი", რომ თითქოს ვირუსი ჩინეთში ამერიკელმა ჯარისკაცებმა ჩაიტანეს. პომპეომ აღნიშნა, რომ ჩინეთს მსოფლიოს ქვეყნებში პროდუქციის მცირე გაყიდვებით კრიზისში გმირად სურდა თავის წარმოჩენა. 
მისი თქმით, დიდი შვიდეული ქვეყნები, რომელიც დილის შეხვედრაში იღებდნენ მონაწილეობას კარგად აცნობიერებდნენ, თუ რა დეზინფორმაციის კამპანიაში იყი ჩინეთის კომუნისტური პარტია ჩართული.
როგორც მაიკ პომპეომ აღნიშნა, მსოფლიოს პეკინისგან კორონავირუსზე სწორი ინფორმაცია სჭირდებოდა - ვუხანის ვირუსთან საბრძოლველად ყველასგან სრული გამჭვირვალობა იყო საჭირო, მათ შორის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რომ ახლა კრიზისის გადაჭრის დრო იყო.
პომპეომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მზაობა, ემუშავა ყველა ქვეყანასთან, მათ შორის ჩინეთთან, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ჯანმრთელობა შეენარჩუნებინათ, სიცოცხლე გადაერჩინათ და შემდეგ აღედგინათ ეკონომიკები.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 80

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA