გამყრელიძე - COVID-19-ის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ზუგდიდში დადასტურდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქუთაისში დადასტურდა, თუმცა პაციენტი ზუგდიდში იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.
ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინში 4 055 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, მარნეული და ბოლნისი მთლიანად მკაცრ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.
"ორივე მათგანი თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება. თუმცა, სანამ ეპიდკვლევა არ ჩატარდება, ჯერ ვერ დავკონკრეტდები. კვლევა ახლა დაიწყო და ხვალ შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ამ 2 შემთხვევის შესახებ"- თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 67 წლის კაცი გუშინ გვიან ღამით მოათავსეს. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები აღენიშნებოდა. კაცი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა, ის აქამდე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.