25/10/21781 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ - ღარიბაშვილი

"დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ" - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულება შესაბამისი ტექნიკითაა აღჭურვილი.
რაც შეეხება კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ შიმშილობის გამო, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდება, იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას, ღარიბაშვილი ასე პასუხობს: "როგორ შეიძლება, ასეთ არანორმალურ, ავადმყოფურ შეკითხვაზე, ნორმალური პასუხი გაგცეთ"
"ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ. გუშინ იუსტიციის მინისტრმა გაავრცელა მასალა, ვაჩვენეთ საზოგადოებას, მათ შორის, თქვენც ყველას, თუ რა პირობებია მოწყობილი ციხის საავადმყოფოში, იქ აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა, რაც არ იყო, ისიც დაამატეს. ყველა საჭირო აპარატურაა ადგილზე მობილიზებული და რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სრულ მობილიზებას გავუკეთებთ. ექიმების ჩართულობაც იქნება უზრუნველყოფილი, ყველა საჭირო აპარატურის, შესაბამისად, მე გარწმუნებთ, რომ რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და იზრუნებს, დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ",-თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA