25/10/21729 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ბექა ბასილაია - კონსილიუმს მაღალი რეპუტაციის ექიმი ტოვებს ჯგუფს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება სააკაშვილის სიცოცხლით მანიპულირება

ყველა ქართველს უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, საჭიროების შემთხვევაში, გადაყვანასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირებს.
„კონსილიუმმა დადო დასკვნა. კონსილიუმის დასკვნა არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. კონსილიუმის დასკვნის შესაბამისად, სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია, რომ მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ უნდა მოხდეს. ამის შემდეგ კონსილიუმის ერთ-ერთი მთავარი წამყვანი წევრი, საზოგადოებისთვის ცნობილი, მაღალი რეპუტაციის მქონე ექიმი ტოვებს კონსილიუმს, ეს ნიშნავს ერთადერთს - სახელმწიფოს მხრიდან ხდება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება, მისი უსაფრთხოებით მანიპულირება და ამის უფლება ქართველმა ხალხმა და საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრი არ საუბრობს იმ რისკებზე, რაც მე -18 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ არსებობს. უფრო მეტიც, მათი პოზიცია არის იმდაგვარი, რომ ამ საკითხის მიჩქმალვა უნდათ. საერთოდ არ უნდათ, რომ ეს საკითხები საზოგადოებრივი მსჯელობის საგანი გახდეს. მაგრამ მთავარი არის ერთი - ყველა ქართველს, ამ ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს, რომლისთვისაც კანონიერება არის მნიშვნელოვანი, უნდა ესმოდეს, რომ ორგანიზებული კრიმინალის დამმარცხებელი პრეზიდენტი არ შეიძლება აღმოჩნდეს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა გარემოცვაში“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 60

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 80

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY