ბათუმში მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანეს
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერთა შტაბის წინ მიხეილ სააკაშვილის ბანერი დააზიანეს. ეს ადგილზე ბანერის დაზიანების უკვე მეორე შემთხვევაა.
შტაბის წევრების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიასთან ახლოს დამონტაჟებულია ორი კამერა, სამართალდამცავებმა ვიდეო მასალის ამოღება მაინც ვერ მოახერხეს და დამნაშავეები არ დასაჯეს.
ცნობისთვის, ბათუმში დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართება. "თავისუფლება მიშას" - ამ სლოგანით ოპოზიციის მხარდამჭერები და რიგითი ბათუმელები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.