21/10/21712 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

პირადი ექიმი - მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ არ წავა საავადმყოფოში, რომელიც გლდანის ციხეს ეკუთვნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-18 პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ამბობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ განუცხადა.
მიხეილ სააკაშვილის პოზიციაა, რომ ის არ წავა საავადმყოფოში, რომელიც ეკუთვნის გლდანის ციხეს“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
ცნობისთვის, როგორც იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც „ის იზოლირებული იქნება და მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი გაკეთდება“.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread