19/10/21989 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს?! - სამადაშვილი "ოცნებას"

დეპუტატი სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობის დასრულებასთან" დაკავშირებით "ქართული ოცნების" წევრების განცხადებებს გამოეხმაურა. 
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მან უმრავლესობის დეპუტატებს კითხვით მიმართა:
"ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს? მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ისინი უნდა დასრულდნენ?! ამას ეუბნებით იმ ათი ათასობით ადამიანს, რომელიც გამოვიდა ქუჩაში რამდენიმე დღის წინ და გეუბნებათ, რომ არ მიიღებს უსამართლო თამაშის წესებს? ამას ეუბნებით კიდევ ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც გეუბნებათ, რომ ქვეყანა სადაც ყოფილი პრეზიდენტი არის საპატიმროში და მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, იმსახურებს სამართლიან სასამართლოს?", - მიმართა სალომე სამადაშვილმა "ოცნების" დეპუტატებს. 
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" ვერ ხვდება, რომ ახლა რაც ხდება, "აისბერგის წვერია" და ქვეყანა კატასტროფისკენ მიექანება.
ამასთან, სამადაშვილმა პარლამენტში გააჟღერა ინიციატივა, განიხილონ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც დაადგენს, რომ მსჯავრდებულს გამოტანილი განაჩენის გასაჩივრების საშუალება მიეცეს - იმ მიზეზით, რომ ის სასამართლო სხდომებს არ ესწრებოდა. ასევე, ეს პირი ახალი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე, პატიმრობიდან გათავისუფლდეს - მოხდეს მსჯავრის მოხდის პროცესის გადავადება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY