19/10/21737 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტის - ადვოკატი

ექიმთა ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სპეციალობის მედიკოსები შედიან, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს 15:00 საათზე მოინახულებს. მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია. მას წნევის ცვალებადობა აქვს და გადაადგილება უჭირს.
შიმშილობის ნეგატიურ ეფექტებზე საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებიც, თუმცა ამბობენ, რომ ამის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტის განწყობა უცვლელია.
"შიმშილობის ნეგატიური ეფექტები იყო თვალხილული, თუმცა მისი ეს განწყობა, შემართება, რომ ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, აძლევდა ძალას, რომ შიმშილობის ნეგატიური ეფექტები გადაეფარა. უკვე გვაქვს მოცემულობა, რომ წნევის ცვალებადობაა", - თქვა ბექა ბასილაიამ.
რაც შეეხება სასამართლოს პროცესებს, ადვოკატი ამბობს, რომ ხელისუფლება საქმეზე სასამართლოს დანიშვნას ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტის ეშინიათ.
"არ გვცემენ პასუხს კითხვაზე, თუ როდის ჩაინიშნება "პიჯაკების საქმე", 7 ნოემბრის საქმეზე კი გვეუბნებიან, რომ არ ჩაატარებენ მიმდინარე თვეში. ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთ რამეზე, ხელისუფლებას აქვს პანიკური შიში მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტის", - თქვა ადვოკატმა. 
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-19 დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ექიმების კონსილიუმის შეკრება დღეს იგეგმება.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI