ლიდერი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს, აღიქმება როგორც ანტიდემოკრატიული - ბრაიზა
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი მეთიუ ბრაიზა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ნებისმიერი ლიდერი, რომელიც ოპონენტს აპატიმრებს, დასავლეთში ანტიდემოკრატიულად აღიქმება.
ბრაიზამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, ამასთან მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაჯანსაღია.
ბრაიზამ აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაკავება საქართველოს იმიჯზე ცუდად მოქმედებს, ამასთან მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაჯანსაღია.
"ვფიქრობ საქართველოს იმიჯისთვის, ეს საშინელებაა [მიხეილ სააკაშვილის დაკავება]. საქართველოს მთავრობას კრიზისი გადალახული ჰქონდა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ დააპატიმრეს პოლიტიკური ოპონენტი, ამ შემთხვევაში მათი ყველაზე ძლიერი ოპონენტი, ძლიერი ოპოზიციური ლიდერი. ნებისმიერი ქვეყანა, სადაც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს იჭერს, საერთაშორისო დონეზე პრობლემებში ეხვევა, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რომელსაც ვაშინგტონში ხედავენ.
ნებისმიერი ლიდერი, რომელიც მის პოლიტიკურ ოპონენტებს აპატიმრებს, ავტომატურად აღიქმება, როგორც ანტიდემოკრატიული. ეს მხოლოდ რეპუტაციაზე არ მოქმედებს, ეს დე-ფაქტო იმას ნიშნავს, რომ დემოკრატია არაჯანსაღია, რომელშიც მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებს პოლიტიკური მიზნებით აპატიმრებს.
თუ საქართველოს მთავრობა დარწმუნებულა, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, რომელიც პატიმრობას მოითხოვს, მაშინ მას სამართლიანი სასამართლოს პროცესის შესაძლებლობა უნდა მისცენ",-თქვა მან.