ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. კლინიკაში ორ პაციენტთან დაკავშირებით მიიღეს პასუხი.
ისინი კლინიკაში ვირუსის სიმპტომით იყვნენ შესული. მკურნალობის შემდეგ იზოლაციაში გადავლენ. კლინიკაში ოთხი ახალი პაციენტი ჰყავთ, რომელთაც ანალიზებს აუღებენ.
იმერეთში საკარანტინო სივრცეებში მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა. ამ დროისთვის ოთხ ზონაში 425 მოქალაქეა - 189 საირმეში, 42 საჩხერეში, 103 წყალტუბოს სანატორიუმში და 91 "წყალტუბო პლაზაში".
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართვრლოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.
მისი ინფორმაციით, რამდენიმე მოქალაქე დღეს საკარანტინო ვადის გასვლის გამო თვითიზოლაციაში გადავა. დამაკმაყოფილებელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ.