20/03/201 911 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია თურნავა - მინდა დავამშვიდო ევროპაში მყოფი ჩვენი თანამემამულეები, დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მსოფლიოს ის ძირითად ქალაქები, საიდანაც საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა ხდება ბერლინი, ამსტერდამი და პარიზია. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მთავრობის მიერ კორონავირუსის პრევენციისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილია და „საჭიროების შემთხვევაში არსებულ სიას სხვა ქალაქებიც დაემატება“.
„ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციულ ღონისძიებებს. მოგეხსენებათ, რომ კორონავირუსთან გამკლავების ჩვენი მთლიანი სტრატეგია არის დაყრდნობილი ეფექტურ პრევენციაზე, რაც დღესდღეობით ძალიან კარგად გამოგვდის. პრევენციის დიდი ნაწილია ის, რომ ჩვენ ორგანიზებულად მოვახერხოთ ჩვენი თანამემამულეების ჩამოყვანა, განსაკუთრებით რისკის მატარებელი ქვეყნებიდან და მათ შესაბამისი პირობები დავახვედროთ. იქნება ეს კარანტინი, თვითიზოლაცია, თუ რაიმე სხვა ადეკვატური პირობა, რაზეც ჯანდაცვის სისტემა მიგვითითებს. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება და შევწყვიტეთ ყველა სახის კომერციული ფრენა, ზოგიერთი წყდება უახლოეს 1-2 დღეში და დავტოვებთ ამ კომუნიკაციას მხოლოდ ქართული კომპანია „აირზენას“ მეშვეობით. განვსაზღვრეთ წინასწარ ის ჰაბები, ევროპული ქალაქები, საიდანაც ჩვენთან შეთანხმებული გრაფიკით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას სრულად ფლობენ ჩვენი საელჩოები. მე მინდა ასევე დავამშვიდო ჩვენი თანამემამულეები, ვინც იმყოფებიან ევროპაში, დროულად მიეწოდებათ ინფორმაცია და ორგანიზებულად მოხდება მათი ჩამოყვანა. რამდენიმე ქალაქია ამ სიაში. თუმცა შემდეგში ეს სია შეიძლება დავაზუსტოთ. ეს არის ბერლინი, ამსტერდამი, პარიზი და კიდევ დავამატებთ სხვა ქალაქებს საჭიროების შემთხვევაში“,- განაცხადა მინისტრმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 80

WORLD CLASS MMA & JUDO

(267) 792-9400
Philadelphia, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA