20/09/21671 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ნიკა მელია - 2 ოქტომბერს ან ვწერთ ისტორიას, ან გვეტყვიან, რომ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი

ჩვენ გვაქვს შანსი 2 ოქტომბერს ისტორია დავწეროთ - ამომრჩევლებს თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა ნიკა მელიამ ვაკეში, მაჟორიტარობის კანდიდატის, ბათუ ქუთელიას წარდგენისას გააკეთა.
ნიკა მელია ბოლო დღეების მთავარ თემას, სუს-ის უკანონო მოსმენებს გამოეხმაურა და ამომრჩეველს მოუწოდა, საარჩევნო უბნებთან ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღონ:
"ზუსტად ვიცი, მთაწმინდის რაიონში, ვაკეში, საბურთალოზე, ვისაც არ ეზარება დადის იარაღით...ნახევარზე მეტი არის გადმობირებული სუსის, ან მჭიდროდ დაკავშირებული. არ მინდა იმ ქალაქში ვიცხოვრო, სადაც უკვე ამ ასაკში უნდა მეშინოდეს ჩემი 6 წლის ბავშვის უსაფრთხოების. ვიცი, რომ ბევრი მამა და დედა მისმენს...ჭირს წაუღია ყველა პოლიტიკური პარტია, 2 ოქტომბერს ან ქართველი ხალხი იმარჯვებს და ვწერთ ისტორიას, ან გომელაურები, ღარიბაშვილები, კალაძეები და კობახიძეები გვეტყვიან, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ბრძოლისუნარიანი ხალხი." ამბობს ნიკა მელია
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA
  • 100

Givi Kutidze

(248) 454-1057
Bloomfield Twp, MI