სისხლიანი ბანერები მამუკა მდინარაძის და ნინო გიორგობიანის იდეაა - ელისო კილაძე
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, "სისხლიანი ბანერების" იდეა დეპუტატ მამუკა მდინარაძესა და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორს, ნინო გიორგობიანს ეკუთვნის.
რაც შეეხება მიხეილ გაბრიაძეს, რომელმაც ბანერებზე აიღო პასუხისმგებლობა, კილაძე ამბობს, რომ სინამდვილეში გაბრიაძე "ოცნების" წევრის, დიტო სამხარაძის დავალებებს ასრულებს.
რაც შეეხება მიხეილ გაბრიაძეს, რომელმაც ბანერებზე აიღო პასუხისმგებლობა, კილაძე ამბობს, რომ სინამდვილეში გაბრიაძე "ოცნების" წევრის, დიტო სამხარაძის დავალებებს ასრულებს.
"სისხლიანი ბანერები გამოფინეს მორიგ ჯერზე და ეს მამუკა მდინარაძის და ნინო გიორგობიანის იდეა ყოფილა თურმე და ამ სისხლიან ბანერებზე პასუხისმგებლობა აიღო ქუთაისელმა ვინმე მიხეილ გაბრიაძემ. ის გახლავთ კრიმინალი, წარსულში ყაჩაღობაზე ნასამართლევი, ნარკოტიკებზე. ასევე ის იყო გარდაცვლილი "კანონიერი ქურდის", სეფისკვერაძის შნირი და ხელის ბიჭი. ამ პირობებში "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ზაზა ლომინაძის კარის მეზობელია და დიტო სამხარაძის დავალებების შემსრულებელი. რომელ კრიმინალობაზე და ძველ ბიჭობაზე მელაპარაკებით, ჩვეულებრივი "პავიასკიანი მეძავები" გახდნენ ეს ადამიანები", - თქვა ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში".მისი თქმით, ოცნება" ადამიანებსაც ვეღარ პოულობს, რომლებსაც მათთან ასოცირება მოუნდებათ. ელისო კილაძემ ბიზნესმენ სოსო ფხაკაძესაც უპასუხა და აღნიშნა, რომ გაუგებარია რას ემიჯნემა "ალმა".