18/03/202 043 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნათია თურნავა საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე - ბილეთების ფასი, რაც საკმაოდ მაღალი იყო, სერიოზულად დაიკლებს და ხელმისაწვდომი იქნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ბილეთები ფასიანი იქნება, მაგრამ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი.
„დღესდღეობით სახელმწიფო და ჩვენი მთავრობა მიდის ბიზნესის მხარდაჭერის უპრეცენდენტო ზომებზე, განსაკუთრებით იმ ბიზნესების, რომლებიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტურიზმი და ჩვენ დავეხმარეთ 1-მილიონიანი პაკეტით, ასევე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ქართული ავიაცია და ზოგადად, გლობალური ავიაცია, ეს არ ეხება მარტო ქართულ კომპანიებს. ჩვენ აბსოლუტურად შეთანხმებული და ერთიანები ვართ იმ საკითხებში, სადაც საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანას გართულებული კომუნიკაციების პერიოდში. ჩვენ ყველა საჭირო დახმარებას, იქნება ეს სუბსიდია თუ რაიმე სხვა დახმარება, ამისთვის გავწევთ. ეს არის სუბსიდია და დახმარება არა რომელიმე კონკრეტული კომპანიის, თუმცა არც ამას მოვერიდებით დღესდღეობით, არამედ ჩვენი მოქალაქეების დროულად და შეუფერხებლად ჩამოყვანის თვალსაზრისით. მაგრამ მე მინდა განვმარტო მექანიზმი - აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, აქ საუბარია კომერციულ რეისებზე, იმისთვის, რომ ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი. ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა და ისინი გამოაკლდნენ პოტენციურ მგზავრებს. მხოლოდ ქართველი მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა კომერციულად მდგრადი იყოს, ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თურნავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • მოამბე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • პირველები - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ქრონიკა  - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ფორმულა 8-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ბარიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 28 სექტემბერი,2022. დარიალის კარის დილემა — როგორ დავაზღვიოთ გაზრდილი რისკები? ▪️ რა პოლიტიკა უნდა გვქონდეს აფხაზების, ოსების, ჩრდილო კავკასიელების მიმართ კრიზისში
      28 სექტემბერი
    • სპექტრი - 28 სექტემბერი, 2022. შაკვა ნათელაშვილი
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის ამბები - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • კომენტარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 60

Zurab Kvantrishvili

(267) 912-7987
, PA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA